ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და პრემიერის გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ უნდა იდგეს ქვეყნის სათავეში. ელჩი ოპერატორის გარდაცვალებას შოკისმომგვრელს უწოდებს და ამბობს, რომ ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, დაუშვებელია. კელი დეგნანის შეფასებით ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა.