საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმზე გადადის. დღეს დილიდან განვითარებული მოვლენების შემდეგ დეპუტატებმა სასესიო დარბაზში “ქართული ოცნება” ისევ მარტო დატოვეს. ოპოზიცია პრემიერის გადადგომას მოითხოვს და “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს აიღონ პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე, რომელიც 5 ივლისიდან განვითარდა. “ხელისუფლების გადადგომა და გარდამავალი მთავრობის შექმნა” – ეს არის ოპოზიციის მოთხოვნა, სხვა შემტხვევაში აცხადებენ, რომ ფარისევლობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.