სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 2 საქმე საქალაქო სასამართლოში. ერთწლიანი პაუზის შემდეგ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში დაბრუნდა. დღევანდელ პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა, მათ შორის ეროვნული ბანკის მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი წევრი და პროკურატურის გამომძიებლები. “ლელოს” ბრალდებული ლიდერები ამბობენ, რომ ყველა მოწმე მათ სასარგებლო ჩვენებას იძლევა. პოლიტიკოსების თქმით, სასამართლო პროცესები მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.
პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე საუბრობენ გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი. საქმე ეხება თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს. უგულავას საგამოძიებო უწყება ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავება. პოლიტიკოსი ბრალს აბსურდულს, პროცესს კი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.