„ოცნებას“ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევ ოპოზიცია მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს | 01.07.2021

ყოფილი პრემიერის, გიროგი გახარიას გუნდი,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს. პარტიამ “საქართველოსთვის” პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი გამართ, რომელზეც ითქვა,  რომ მოსამრთლეთა შერჩევის პროცესის გაგრძელება, შარლმ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. პარტიაში ამბობენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პრიცესში არ ჩაერთვებიან, თუმცა საპარლამენტო ტრიბუნას მიმდინარე პროცესების მანკიერი მხარეების გამოსავლენად გამოიყენებენ. გახარიას გუნდი სასამრთლო სისტემაში არსებული კლანური ჯგუფის გავლენის შესამცირებლად საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებასაც აპირებს.

მოსართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას უკვე დიდი ხანია ითხოვს ოპოზიციის დიდი ნაწილი. ამბობენ, რომ თუ “ოცნება” შარლ  მიშელის შეთანხმებას დაარღვევს მას საკმაოდ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ პროცესი ჩიხშია შესულია, რასაც სახალხო დამცველის გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის პორცესში მონაწილებაზე უარი თქვა.

მმართველი პარტია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არ აჩერებს “ქართულ ოცნებაში” უკვე არაერთხელ ითქვა. პარლამენტის თავმჯდომარე დღესაც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს პროცესში პარლამენტი მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას უნდა მიჰყვეს. კახა კუჭავას თქმით, საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირებულია და ელოდება, თუ როგორ წარიმართება პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 9 კაციანი სია განსახილველად პარლამენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა. ახლა საკანონდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს დაელოდება სასამრთლო რეფორმას, თუ მოსამართლეებს ძირეული ცვლილებების განხორციელებამდე დანიშნავს. საერთაშირუსო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი და სრულიად ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” პროცესის შეჩერებას თხოვს. ამბობენ, რომ მოსამართლეების უვადოდო დანიშვნა, მართმსაჯულების სრულ რეფორმამდე დაუშვებელია.