ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამათლომ გაითვალისწინა პოლიტიკოსის ჯანმრთელბის მდგომარეობა და აღკვეთის ღონიძიება უფრო მსუბუქი ფორმით შეცვალა. გოგი წულაიას ბრალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ედება. გამოძიების ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.