ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. საქართველოს მასშტაბით გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნება. ერთიანი ეროვნული გამოცდები კორონავირუსის პანდემიის პირობებში, წელს, უკვე მეორედ ტარდება. გასულ წელს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს ეთიშებოდა. წელს წესი შეიცვალა და იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ მოხვდნენ, დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება. 2020 წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე მოხდება და თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ბარიერით.