საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი იმყოფება. ის თბილისს წუხელ ეწვია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჯეიმს აპატურაი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. წინასწარი ინფორმაციით, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი სამ დღეს გასტანს. დაგეგემილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია.