ჩავარდა თუ არა ქვეყანაში ვაქცინააცის პროცესი | 24.06.2021

ამ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება მხოლოდ ერთი ვაქცინით, ჩინური “სინოვაკითაა” შესაძლებელი. შეჩერებულია “ასტრაზენეკას” პირველ დოზებზე აცრების პროცესი, ასევე ვერ აიცრებიან ის პირები, რომელთა პირველი აცრიდან 10 კვირაზე ნაკლები დროა გასული.  ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი “ასტრაზენეკას” შეჩერების მიზეზად კოვაქსიდან მოწოდების ხარვეზს ასახელებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის  მესამე პარტია ორი დღის წინ უნდა შემოსულიყო, თუმცა  შეფერხება მწარმოებელ ქარხანას უკავშირდება.

“ასტრაზენეკას” ვაქცინების დეფიციტურ მართვებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს. ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში “ასტრაზენეკას” გარკვეული დოზები დაიკარგა. კითხვაზე – უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა იმუნიზაციის პროცესის შეფერხებაზე და გადადგეს – პასუხობს, რომ ჯერჯერობით წასვლის საფუძველს ვერ ხედავს.  ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა დღესვე  დააანონსა, რომ რამდენიმე კვირაში საქართველო ამერიკისგან ვაქცინების დონაციის პირველ პარტიას მიიღებს. მან  პირობა დადო, რომ ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება.

ამირან გამყრელიძის მსაგვად, ჯანდაცვის მინისტრიც ამბობს, რომ შეფერხება ვაქცინაციის პროცესში, მწარმოებლის მხრიდან შექმნილი პრობლემაა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინების მობილიზება იმ პაცინეტებისთვის გაკეთდა, ვისაც კრიტიკულად ესაჭიროებოდა და დოზები არსად არ გამქრალა. მინისტის თქმითვე  დეტალებზე აუდიტის დასკვნის შემდეგ ისაუბრებს.

ვაქცინების დეფიციტის გამო ჯანდაცვის სექტორს აკრიტიკებს ოპოზიცია და სამინისტროს უპასუხიმსგებლობაში ადანაშაულებს. ამბობენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი გზა- ვაქცინაცაა, თუმცა პროცესს  მთავრობა ვერ აწარმოებს, რითაც  ადამიანების სიცოხლეს საფრთხეს უქმნის.  “ქართული ოცნება” კი ირწმუნება, რომ  ვაქცინაციის პროცესი კარგად მიდის და შექმნილ ხარვეზებზე მოკვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ.

უვაქცინობას ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევად აფასებს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია შექმნილ მდგომარეობას კრიტკულად აფასებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას  აკისრებს.

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 656 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 17 პაცინეტი. ხოლო ინფექცია 861-მა პაცინეტმა დაამარცხა. კორონავირუსი გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი ისევ 2%-ზე მაღალია. რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას, გასულ დღე-ღამეში 2792 ადამიანი აიცრა, სრულად ვაქცინირებული  88 754 ადამიანია, ხოლო ჯამურად 245 000-ზე მეტი აცრაა ჩატარებული.