დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. შუამდგომლობა საქმის პროკურორმა საქალაქო სასამართლოში პროცესზე დააყენა. როგორც მოსამართლემ განმარტა, პროკურორის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, რადგან მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაშია მსჯავრდებული და ის დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ვერ გასამართლდება. ადვოკატი ამ ეპიზოდზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა. დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე განუსაზღვრა.