20 ივნისს დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებით ორი საპარლამენტო ფრაქცია პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის და “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრების განცხადებით კანონპროექტი ყველა დაზარალებულისთვის ერთჯერად კომპენსაციას, საპენსიო უზრუნველყოფას და სამედიცინო ხარჯების სრულად ანაზღაურებას ითვალისწინებს. დეპუტატები ამბობენ, რომ მათ ინიციატივას პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების მხარდაჭერა უკვე აქვს და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” ვიწრო პარტიულ ინტერესებს გვერდზე გადადებს და კანონპროექტს მხარს დაუჭერს.