ერთი კაცის მართული სასამართლო უნდა დასრულდეს – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე განახლდა | 23.06.2021

მამუკა ხაზარაძის , ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის საქმეზე სასამართლო განხილვები განახლდა. სხდომა  2 ივლისს ჩაინიშნა. ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ის  სასამართლოს ჩანიშვნას, დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მის პოზიციას უკავშირებს. ხაზარაძე თვლის, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი  სიტუაცია, როცა, დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ იმუნიტეტით სარგებლობას არ აპირებს. ის სასამრთლო  სხდომის ჩანიშვნას პოლიტიზებულს უწოდებს და ამბობს, რომ ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს.