გაფრთხილების მიუხედავად, „ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ აჩერებს | 23.06.2021

საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ” უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების დანიშვნა არ შეაჩერა. გადაწყვეტილება მმართველმა ძალამ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილება მედიასთან  პარტიის თავჯდომარემ გაახმოვანა. ირაკლი კობახიძესთვის გაუგებარია პოლიტიკური ძალების განცხადებები რომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ის განმარტავს, რომ მიერ საერთო სასამართლოების შესახებ  კანონში ცვლილებები,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დაცვით, ჯერ კიდევ აპრილის თვეში შევიდა, რითაც მისი თქმით, ჯერ კიდევ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერამდე, ყველა პირობა შესრულებული იყო.