“პარლამენტს ახლა აქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, როგორც კონსტიტუციით, ისე 19 აპრილის შეთანხმებით, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი” – განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ გააეკთა. კელი დეგნანი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, პოლიტიკურმა პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ მოსამართლეთა დანიშვნა შეჩერდებოდა სასამართლო სისტემაში რეფორმების გატარებამდე. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას სერიოზულად მიუდგებიან.
კიდევ ერთი რეფორმა, რომლის მნიშვნელობაზეც დღეს კელი დეგნანმა ისაუბრა, საარჩვენო კოდექსს უკავშირდება. ელჩი თვლის, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდ აიქნეს გათვალისწინებული და არა მხოლოდ მათი ნაწილი. დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ დისკუსიის შედეგად დამტკიცდება ისეთი კანონპროექტი, რომელიც ყველა მხარისთვის და ქართველი ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობა იქნება.