ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნის პირასაა. მეორე დღეა ხმაურია კლინიკებში, სადაც მოქალაქეები “ასტრაზენეკას” ვაქცინით ვერ იცრებიან. დარჩენილია მხოლოდ 1600 დოზა, დეფიციტი კი 5 000-მდეა. მოქალაქეები, რომლებიც ასტრაზენეკას მეორე დოზას ელოდებოდნენ, შეტყობინებები მიიღეს, რომ ვაქცინის მარაგის ამოწურვის გამო მათი აცრა გაურკევევლი ვადით გადაიდო. კლინიკებს, სადაც ვაქცინების მარაგები ამოიწურა, ოფიციალური კომენტარი დღეს არ გაუკეთებიათ, თუმცა აცრის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს განუმარტეს, რომ მხოლოდ იმ პირებს ცრიან, ვისაც მეორე დოზის უკვე ბოლო დღეები აქვს.
ვაქცინაციის პროცესის შეფერხების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უნდა გამოიკვეთოს რა ეტაპზე დაფიქსირდა ლოჯისტიკური ხარვეზი და რა სახის უპასუხისმგებლობას უკავშირდება ის.
ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი კი განმარტავს, რომ ქვეყანაში “ასტრაზენეკას” დაახლოებით 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი შიექმნა. ამირან გამყრელიძის თქმით, მოწოდებაში სერიოზული შეფერხებაა, რომელიც დაკავშირებულია არაერთ ფაქტორთან. მისივე თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, ალტერნატივის სახით “სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შესთავაზონ.
უპატივცემულობა და უპასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე – ასე აფასებს ოპოზიცია ვაქცინაციის ჩავარდნილ პროცესს. ხელისუფლების ოპონენტები უკიდურეს უპასუხმგებლობას უწოდებენ მსურველების აცრის გარეშე დატოვებას, მაშინ როცა ვაქცინების მიმართ ხალხში სკეპტიციზმია. ოპოზიცია ჯანდაცვის მინისტრისა და მაღალი თაბამდებობის პირების პასუხიმგებლობის საკითხზე საუბრობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ქვეყანაში ვაქცინაცია ამ ტემპით გაგრძელდა, ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად მოიტებას. ოპონენტების კრიტიკის ფონზე, მმართველი გუნდი ირწმუნება რომ ინტესნიური ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაში მალე შევა.
რაც შეეხება ვაქცინაციის სტატისტიკას, ბოლო 24 საათში მხოლოდ 3800 ადამიანი აიცრა, მაშინ, როცა გეგმის მიხედვით, სულ მცირე 8 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული 84 756 ადამიანია, ჯამურად კი 238 220 აცრაა ჩატარებული.