“ქართული ოცნება” გიორგი გახარიას კრიტიკას არ წყვეტს. ყოფილი პრემიერი დღეს ყოფილმა თანაგუნდელმა პარლამენტის სხდომაზე გააკრიტიკა. ალუდა ღუდუშაურმა თქვა, რომ გიორგი გახარიას მოქმედებები და განცხადებები “ნაციონალურ მოძრაობასთან” სრულ თანხვედრაშია და ის მმართელი გუნდისთვის ხმების წართმევას ცდილობს. “ქართული ოცნების” დეპუტატების ბრალდებებს სხდომათა დარბაზშივე გამოეხმაურა გახარიას გუნდის წევრი. გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ბრალდებები და თავდასხმები გააქტიურდა, რაც გიორგი გახარიას მომხრეების და რეიტინგის ზრდას უკავშირება.