დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილება დღეს, მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კომისიასა და სამუშაო ჯგუფს საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება – კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები.