სად დაიკარგა ბიულეტენები და რატომ დაფიქსირდა ოქმებში დისბალანსი | 18.06.2021

83 დაკარგული საარჩევნო ბიულეტენი და დისბალანსი ხმების დათვლისას – პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. დეპუტატებს აინტერესებდათ, სად დაიკარგა ბიულეტენები და რატომ დაფიქსირდა ოქმში დისბალანსი. სხდომაზე გაირკვა, რომ კომისიის წევრებმა სააწრჩევნო ოქმს ხელი ისე მოაწერეს, რომ ბიულეტენები არ დაუთვლიათ, კომისიის ზოგიერთმა წევრმა კი ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ არც კი წაუკითხავს.