პარტია “ლელო სისტემური” ელიტური კორუფციის წინააღმდეგ. ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამის მოთხოვნა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. “ლელო”-ში ამბობენ, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის მაჩვენებლები ყველა საერთაშორისო ანტიკოურფციულ რეიტინგში გაუარესებულია , ელიტურ კორუფციას კი მზარდ გამოწვევად ასახელებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. სწორედ ამიტომ, “ლელო” აპირებს შეისწავლოს “ქართული ოცნების” პირობებში დაგროვილ სისტემური კორუფციის ფაქტები, სადაც მათი შეფასებით, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული ადამიანები და კომპანიები მონაწილეობენ. გასულ კვირას, “ლელომ” დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონის პროექტის ინიცირებაც მოახდინა.