„კლანის აღვირახსნილობა უნდა გავაჩერიოთ ამ ქვეყანაში“ – ოპოზიცია სასამართლო რეფორას ითხოვს | 17.06.2021

ოპოზიცია მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს. საგანგებო ბრიფინგი დღეს პარლამენტში შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა გამართა და დანიშვნების შეჩერება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმამდე მოითხოვა. ოპოზიცია თვლის, რომ მოსამართლეთა დანიშვნებით, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ირღვევა, რადგან დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვდა, სწორედ მართლმსაჯულების სისტემის სირღმისეული რეფორმაა. ხელისუფლების ოპონენეტები, თვლიან, რომ  იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნებით, სასამართლოში, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი ძლიერდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. ოპოზიციის ნაწილი, იუსრისტები და უფლებადამცველები კლანის გაძლიერების არგუმენტით, ამბობენ, რომ პარლამენტმა კანდიდატების მოსმენა და კენწიყრა უნდა შეაჩეროს.

მოსამართლეთა დანიშვნების  შეჩერებაზე, ოპოზიციის მოთხოვნას “ქართული ოცნება” არ ეთანხმება.  ამბობენ, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციების გამო სასამართლო სისტემის პარალიზება გამართლებული არ არის.