კიბერუსაფრთხოება, მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების დაბრუნება, ალექსეი ნავალნის პატიმრობა, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანება – ეს ის საკითხები იყო რომლებზეც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ჟენევაში გამართულ ისტორიულ სამიტზე ისაუბრეს, თუმცა, 4 საათიანი შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი საერთოდ ვერ მოხვდა. ეს ფაქტი კი, თავად ამერიკელი ანალიტიკოსებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისგან. The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სამიტს twitter-ზე აფასებს და წერს, რომ პრეზიდენტებს საქართველო ერთხელაც არ უხსენებიათ რაც მისთვის დაუჯერებელია. ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ დასავლეტში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ.
“დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა მეტი უნდა იმუშაონ, რომ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს.საქართველოს 20% არის ოკუპირებული. თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე”,– წერს ლუკ კოფი twitter-ზე.
ორი ქვეყნის ლიდერისგან უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებით ღრმა დისკუსიას ელოდა თბილისიდან ცოტა ხნის წინ წასული სენატორი რობ პორტმანიც. თვლის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსულ ოკუპაციას მკაცრი რიტორიკიტ უნდა უპასუხოს. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი კი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს საკითხი, რომელიც 10 წლის წინ ბაიდენი პუტინის შეხვედრის მთავარი თემა იყო, დღეს დღის წესრიგში აღარ დგას და ოკუპირებული ყირიმის ბედს იზიარებს.
ის, რომ საქართველოს საკითხი ისტორიული შეხვედრის დღის წესრიგში ვერ მოხვდა არ უკვირთ ქართველ ანალიტიკოსებს. ამბობენ, რომ უკვე წლებია საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ეწევა, ამიტომ ქვეყანა საერთაშირისო დღის წესრიგში აღარ დგას. ექსპერტების აზრით, არსებობს ობიექტური მიზეზებიც, მათ შორის ის, რომ ორი ძლიერი სახელწმიფოს ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი სხვა უფრო პრიორიტეტული საკითხებია.
საქართველოს ხელისუფლების მხირდან არაფექტურ საგარეო პოლიტიკაზე საუბრობს ოპოზიციაც და აცხადებს, რომ ქვეყანა საერთაშორისო დღის წესრიგიდან გამქრალია. ოპონენტების შეფასებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში სადაც დარწმუნებულნი არიან, რომ ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე, თუნდაც რეგიონული კონფლიქტების კონტექსტში საქართველო განხილვის საკითხი იყო.
ამერიკა-რუსეთის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე ბაიდენი-პუტინის გუშინდელ შეხვედრას მსოფლიო განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა. პრეზიდენტებმა 4 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულად ჩაიარა. მიაღწიეს გარკვეულ შეთანხმებასაც, მათ შორის, ხანგრძლივი დიპლომატიური კონფლიქტის შემდეგ ვაშინგტონსა და მოსკოვში ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება უკრაინას, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს გაკვრით შეეხნენ, ვინაიდან მისი თქმით აქ განსახილველი არაფერია.
პრეზიდნეტების რანგში ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ჯენევაში ლაგრანჟის ვილაში გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პირველ პირებს შვეიცარიის პრეზიდენტი, გაი პარმელინი დახვდა. ისტორიული შეხვედრის წინ ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ერთმანეტს ხელი ჩამოართვეს და ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.