“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებენ. ნიკა მელია, თანაგუნდელებთან ერთად, დღეს სენატში, რესპუბლიკერ სენატორს, რონ ჯონსონს შეხვდა. მელია ასევე შეხვდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას. “ნაციონალური მოძრაობა”, ამერიკელ პარტნიორებთან ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებზე, მოახლოებულ არჩევნებზე და საქართველოს ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებაზე საუბრობს.