ერევანი-თბილისი-ბათუმი, 15 ივნისიდან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგა. COVID-19 –ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პირველმა მატარებელმა, საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრები უკვე შემოიყვანა. სამგზავრო მატარებელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დახვდა და საბაჟო შემოწმების პროცესს ადგილზე დაესწრო. პირველი ივნისიდან ტურისტებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვარიც გაიხსნა.