რიონის ხეობის მცველების კონტრაქცია წყალტუბოში. სოფელ ოფურჩხეთში ნამოხვანჰესის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივი ჰესის მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე ბულინგი და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება. აქციის მონაწილეების განმარტებით, არ ეძლევათ მუშაობის შესაძლებლობა. ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ, თუ არ მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.