გაათავისუფლებს თუ არა საოკუპაციო რეჟიმი უკანონო პატიმრებს – შეხვედრა ერგენთში | 15.06.2021

ერგენთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში რიგით მეასე შეხვედრა დასრულდა, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდტიც ესწრებოდა. საქართველოს დელეგაციამ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება ითხოვs, მათ შორის ზაზა გახელაძის, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა განიხილეს შესაძლებლობა, რომ მოხერხდეს ზაზა გახელაძის მოსანახულებლად მისი ოჯახის წევრების  ცხინვალში ვიზიტი. დღეს  ერგნეთში იმყოფებოდნენ და გადაწყვეტილებას ელოდნენ გახელაძის ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ 23 ივნისამდე ზაზა გახელაძე პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, ისინი  საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.