არაკომპეტენტურობა, ტყუილი და უკანონო სანქციები – “მაგთიკომი” მარეგულირებელ კომისიას ბრალდებებს უყენებს | 15.06.2021

კომპანია “მაგთიკომი” კახა ბექაურს და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ბრალდებებს უყენებს. განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამეტს უკვე გაეგზავნა, კომპანია ამტკიცებს, რომ მარეგულირებელი კომისია შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობს და დარგის განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კომპანიაში ახლა ითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის მუშაობა შეისწავლოს და დაადგინოს არის თუ არა კომისიის თავმჯდომარი, კახა ბექაური პოსტზე დარჩენა ლეგიტიმური.

კომპანია “მაგთიკომს” მარეგულირებელი კომისიის სადამსჯელო ღონისძიებების დასტურად ვენეციის კომისიის ის დასკვნა მოაქვს, რომელშიც კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის წესი მწვავედაა გაკრიტიკებული. კომპანიის უკმაყოფილებას ბაზარზე ე.წ ვირტუალური ოპორატორის შემოსვლაც იწვევს, რომელსაც მობილური მომსახურების გაწევა კონკრეტული ქსელის გარეშე შეუძლია. მაგთიკომში რჩებათ განცდა რომ ამ შემთხვევაშიც ბექაურის უწყება, არა ნეიტრალური არბიტრი, არამედ დაინტერესებული მხარეა.

კომუნიკაციების კომისიის მიმართ პრეტენზიები აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებმაც კომისიისგან საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მიიღეს. IDFI-ს ანალიტიკოსები დაინტერესდნენ, რაში იხარჯება მარეგულირებლის მიერ შექმნილი პროექტის, მედიაწიგნიერების ხარჯები, რომელზეც 2018-2020 წლებში 4 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. მესამე სექტორი ყურადღებას მედიაკრიტიკის მუშაობაზეც ამახვილებს, რომლის სამიზნეც ყველაზე ხშირად  კრიტიკულად ნაწყობილი მედიასაშუალებები არიან.

კომპანია “მაგთიკომისა” და არასამთავრობო  სექტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს კომუნიკაციების კომისიაში. ტელეკომპანია “კავკასიას” ბექაურის უწყებაში უთხრეს, რომ განცახდებას იმ შემთხვევაში გაავრცელებენ თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან.