“კმარა ხალხის ძარცვა” – ამ მოთხოვნით “ქართული დასის” წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს და გაზის ტარიფის ზრდა გააპროტესტეს. მანამდე, ისინი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც ავტოკოლონებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიმართულებით დაიძრნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, ბუნებრივი აირის 8 თეთრით გაძვირებამ, კიდევ უფრო დაამძიმა მოქალაქეების ცხოვრება. იმ შემთხვევაში თუ გაზის ფასი არ დაიწევს, “ქართული დასი” მასშტაბურ აქციებს აანონსებს. მარეგულირებელმა კომისიამ ბუნებრივი აირის 8 თეთრით გაძვირების 27 მაისს მიიღო. დადგენილება ძალაში 1 ივნისს შევიდა.