დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის 90 ხმა იქნება საჭირო – „ოცნების“ ინიციატივა | 14.06.2021

დეპუტატის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისთვის 76 ხმის ნაცვლად 90 ხმა იქნება საჭირო.  შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში “ქართული ოცნების” ინიციატივით შედის. პოექტის მომზადების მიზეზად მმართველ პარტიაში  19 აპრილის შარლ მიშელის  შეთანხმებას ასახელებენ. ამბობენ, რომ ქვეყანაში მოტივირებული საქმეები ისედაც არ გვხვდება, თუმცა  ეს იქნება დამცავი მექანიზმი დეპუტატებისთვის. ცვლილებას მიესალმება ოპოზიციაც, ამბობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა ახლა უფრო რთული გახდება.