მმართველი გუნდის პროექტი რეალურ გამოწვევებს არ პასუხობს – დავა სამშენებლო ამნისტიაზე პარლამენტში | 11.06.2021

საქართველოს პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მშენებელმა კომპანიამ ნაგებობა სხვადასხვა კოეფიციენტის დარღვევით ააშენა, მაგრამ შენობის უსაფრთხოება დადასტურებულია, ყველა ასეთი დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება. “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ათასობით მოქალაქეს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. ოპოზიციის აზრით კი, მმართველი გუნდის პროექტი რეალურ გამოწვევებს არ პასუხობს და ცალკეული პირების ინტერესებზეა მორგებული.