ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი, სომხეთსა და აზერბაიჯანში გამართული შეხვედრების შემდეგ, ისევ საქართველოში დაბრუნდა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ აუდიენციაზე საუბარი რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას შეეხო. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის კუთხით საქართველოს როლზე იმსჯელეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დაესწრნენ.