დაძაბული იყო დღეს ვითარება სოფელ ტვიშში, სადაც ერთმანეთს რიონის ხეობის მცველები და სამართლადამცავები დაუპირისპირდნენ. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კომპანია “ენკამ” პოლიციიის დახმარებით ხეობის მცველების კორდონის გარღვევა და სამშენებლო ობიექტზე საწვავის შეტანა სცადა. ჰესის მოწინააღმდგეთა ინფორმაციით, წინააღმდეგობის მიუხედავად, კომპანიამ ობიექტზე რამდენიმე ავზი საწვავის შეტანა მაინც მოახერხა.