შვიდთვიანი ბოიკოტის დასრულების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთო. პარტიამ დღეს პლენარულ სესიაზე, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. საპარლამენტო ტრუბუნიდან დეპუტატებს სიტყვით მიმართა პარტიის თავჯდომარემ, ნიკა მელიამაც.
“ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტი შეწყდა, თუმცა, დაპირისპირება გრძელდება. “ნაციონალური მოძრაობის” განსაკუთრებულ კრიტიკას დღეს ის იწვევს, რომ გუშინ პარლამენტში მისულ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დღის წესრიგი შეიცვალა და სხდომა, სულ რაღაც 10 წუთში დასრულდა. მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას “ნაცინალურ მოძრაობაში” შიშს უკავშირებენ. პარტიაში ამბობენ, რომ ახალი კონფიგურაციით პარლამენტს არსებობა მხოლოდ 1 წელი, ვადამდელ არჩევნებამდე მოუწევს. “ნაციონალური მოძრაობა” დარწმუნებულია, რომ მათი პარლამენტში ყოფნა “ქართული ოცნების” დასასრულს კიდევ უფრო დააჩქარებს.
“ქართულ ოცნება” კი, პარლამენტში შესულ “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი პრინციპების ღალატში ადანაშაულებს. აღმოჩნდა, რომ “ქართულ ოცნებას” დღეს უკვე არ ესმის, რატომ შეწყვიტა პარტიამ 7 თვიანი ბოიკოტი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ “ნაცინალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებასაც ისევე მიიღებს, როგორც, ეს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოხდა.