ივანიშვილის ტყვეებს მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება აღარ გექნებათ – ხმაურიანი სესია | 09.06.2021

ნიკა მელია მეათე მოწვევის პარლამენტის წინაშე პირველად და მწვავე განცხადებით წარდგა. მან მმართველი გუნდის წევრებს ივნიშვილის ტყვეები უწოდა და დაჰპირდა, რომ მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება აღარ ექნებათ. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ “ქართულ ოცნებას” ძალიან მალე კოალიციური მტავრობა ჩაანაცვლებს.

მელიას კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხა “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სააკაშვილის მონურ მორჩილებაში მყოფები უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ სწორედ ექსპრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. მდინარაძემ ოპონენტის ბრალდებებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც უპასუხა და 2019 წლის ივნისში პარლაემნტის სხდომათა დარბაზში განვითარებული პროცესები კიდევ ერთხელ ახსნა.

20 ივნისის მოვლენები დღევანდელ სესიაზე ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციამ მმართველ გუნდს ჰკითხა, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, რასაც “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ თუ ვინმეს ამნისტია სჭირდება ეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და მაშინდელი პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძეა.

ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებები დღეს პირველად გააკეთეს. კრიტიკისა და მწვავე შეფასებების  მიზეზი – ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების” კანონპროექტი იყო, რომელსაც პარლაემნტი მეორე მოსმენით იხილავს.  ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის მიუღებელია “ოცნების” კანონპროექტში არსებული მუხლი, რომელიც პირის ამნისტირებას  მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში ითვალისწნებს. “ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ეს პუნქტი უმრავლესობამ ნიკა მელიასთვის ჩაწერა.

“ნაციონალური მოძაობიდან” წასულმა სალომე სამადაშვილმა დღეს უმრავლესობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ამნისტიის შესახებ პუნქტი მიშელის დოკუმენტში სწორედ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების გამო ჩაიწერა. სამადიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” კანონპროექტი მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას აცდენილია და 19 აპრილს ოპოზიცია და უმრავლესობა ამნისტიის ამ ვერსიაზე არ შეთაბხმებულა. “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ ამნისტიის კანონპროექტის საბოლოო მხარდაჭეერამდე მმართველი გუნდი სადაო ჩანაწერს ამოიღებს.  პარტია “მოქაალქეების” ლიდერისთვის კი გაუგებარია, რატომ ვერ თანხმდება მმართველი გუნდი და ოპოზიცია საკითხზე, რომელიც შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო.

ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი გახდა გუშინდელი სხდომის ნაადრევად დასრულება და ამნისტიის საკითხის გადადებაც.  ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით “ქართულმა ოცნებამ” კონსტრუქციის ნაცვლად პროცედურული ომების გზა აირჩია, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. მმართველმა გუნდმა კი ოპონენტებს პარლამენტის სხდომის დაწყების დრო შეახსნა და მოუწოდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დროულად გამოცხადდნენ.