ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა | 04.06.2021

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს. ბოლო 24 საათში ჩატარებული 30 026 ტესტიდან კოვიდდადებითი 779 აღმოჩნდა.  ინფიცირების მაჩვენებლისგან განსხვავებით ისევ მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს კიდევ 23 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რიცხვი 4876-მდე გაიზრდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 401 შემთხვევა  თბილისში გამოვლინდა. 69 ინფიცირებული დაფიქსირდა აჭარაში და ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთშიც. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  11 180ია, აქედან 776 მძიმე პაციენტია.