მეორე ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში – ვინ გაერთიანდა „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ | 03.06.2021

ყოფილი თანამოაზრეების გზები ისევ გადაიკვეთა – “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ამიერიდან “სტრატეგია აღმაშენებლის” ფრაქციაში ერთიანდება. ფრაქცია სახელოწდებით „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ 7 წევრისგან  შედგება და მათ შორის არიან ხათუნა სამნიძე, ზურა ჯაფარიძე და  “სტრატეგია აღმაშენებლის” რამდენიმე დეპუტატი.
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, გაერთიანების მთავარი მიზანი იქნება შარლ მიშელის იმ დოკუმენტზე მუშაობა, რომელსაც ფრაქციის თითოეულმა წევრმა ხელი მოაწერა.