შუქრუთელების პრობლემების მოგვარებაში ამერიკის საელჩო ჩაერთო | 02.06.2021

შუქრუთელების პრობლემების მოგვარებაში ამერიკის საელჩო ჩაერთო – საელჩოს აპარატის ადამაინის უფლებათა დაცვის ოფიცერი პროტესტის ორგანიზატორებს უკვე შეხვდა და მათი წუხIლები მოისმინა. ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ეს ადამიანები თავს კარგად გრძობდნენ, ამიტომ ისინი მათ დასახმარებლად ყველა ზომას გამოიყენებენ. უკვე 22-ე დღეა, რაც შუქრუთელები პროტესტის უკიდურესი ფორმით, პირის ამოკერვით “ჯორჯიან მანგანეზისგან” საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზიანის ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ.