ბრძოლა ნეპოტიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ – ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის”, კორუფციასთან ბრძოლას კანონპროექტის ინიცირებით იწყებს, რომელიც ანტიკორფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. მამუკა ხაზარაძის თქმით საგამოძიებო კომისია შეისწავლის კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს, რომელიც თაროზეა შემოდებული და საზოგადოებას გასცემს მკაფიო პასუხს, “თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტის ფულს”. საკანონმდებლო პაკეტი, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მომზადდა.