შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებისა და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესები – ამ თემებს განიხილავს საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია. ევროპელმა დეპუტატებმა დღეს შეხვედრები მმართველი პარტიის წევრებთან გამართეს, ხვალ კი, დაგეგმილია შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ევროპელ დეპუტატებს მიაწვდიან ინფორმაციას, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების შესახებ. მათი თქმით, “ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების ეფექტიანობის შემცირებას. რაც შეეხება მმართველ ძალას, მათი შეფასებით, ევროპის საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტი მორიგი დასტურია, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ევროკავშირისთვის. ევროპის საბჭოს სამ კაციანი დელეგაცია საქართველოში გუშინ დღის ბოლოს ჩამოფრინდა.