მეუფე იაკობი გიორგი გახარიას უპირისპირდება. სინოდის გავლენიანი წევრი ფიქრობს, რომ გახარიას პარტიას არათუ ხალხის, არამედ ეკლესიის მხარდაჭერა არ ექნება. მისი განმარტებით, ქვეყნის ყოფილის პრემიერის ახლად დაარსებულ გუნდში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გამოჩდნენ, რაც უსაფუძვლოს ხდის იმ აზრს, რომ გიორგი გახარია “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის პროექტია.
მღვდელმთავარი გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლასაც. ეპისკოპოს იაკობს მიაჩნია, რომ მხოლოდ ეს ვერ დაძლევს პოლიტიკურ კრიზისს და საჭიროა პოლიტიკური შერიგება ეკლესიის ჩარევით მოხდეს.