„რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა | 31.05.2021

“რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა. თამარ კორძაიას თქმით, ბოიკოტის შემდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერ ხათუნა სამნიძეს, რომელიც  საპარლამენტო საქმიანობაშიცაა ჩართული. “რესპუბლიკური პარტია” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” ბლოკთან ერთად მონაწილეობდა.