ეკონომიკა წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება – ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე | 31.05.2021

აპრილის თვის ეკონომიკური მაჩვენებელი 44.8%-ს შეადგენს. მიმდინარე  წლის პირველი ოთხი თვის მშპ-ს საშუალო ზრდის მაჩვენებელი 8.1%-ია. ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზე საუბრით დაიწყო დღეს მთავრობის სხდომა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაჩვენებლებს პოზიტიური უწოდა და თქვა, რომ ეკონომიკა წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება.