„ევროპული საქართველო“ საწვავზე აქციზის გაუქმებას ისევ ითხოვს – კამპანია და ბრიფინგი რუსთავში | 31.05.2021

“ევროპული საქართველო” საწვავზე აქციზის გაუქმებას ისევ  ითხოვს. ამ მოთხოვნით, პარტიის ლიდერებმა რუსთავში  ბრიფინგი გამართეს, სადაც საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით კლიპი და პეტიცია წარადგინეს. ამბობენ, რომ მძიმე სოციალური და  ეკონომიკური ვითარების ფონზე, საწვავზე მომატებული ფასი მოსახლეობას კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება. “ევროპული საქართველო” კამპანიის სახით,  ხელისუფლებას მოუწოდებს, საწვავზე აქციზის გადასახადი გააუქმოს, რაც  პარტიის ინფორმაციით, მის ღირებულებას მინიმუმ 40 თეთრით გააიაფებს და მოსახლეობას ყოველდღიურ წნეხს შეუმსუბუქებს.