დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია – 26 მაისი სახალხო ზეიმის გარეშე | 26.05.2021

კორონა პანდემიის გამო, გასული წლის მსგავსად დამოუკიდებლობის დღესასწაული წელსაც განსხვავებულ ფორმატში აღინიშნება. დაწესებული რეგულაციების გამო, დამოუკიდებლობის დღემ თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო ზეიმის გარეშე ჩაიარა. თუმცა მოქალაქეების ნაწილი აღლუმზე მაინც მივიდა. ამბობენ, რომ დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენმა ქვეყანამ მრავალწლიანი ბრძოლისა შედეგად, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლო.