რიონის ხეობის მცველები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის პარალიზებას აპირებენ. აქციის ორგანიზატორები მანამდე საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, მათგან განმეორებით პასუხი არ მიუღიათ, შესაბამისად საკუთარ სამოქმედო გეგმას არ გადაუხვევენ.
ულტიმატუმის ვადა რიონის ხეობის მცველებმა ხელისუფლებას შუადღის 12:00 საათამდე მისცეს. ისინი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას რესპუბლიკის მოედანზე გაშლილ კარვებში ელოდნენ. მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე სამშენებლო ნებართვა და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დედაქალაქის პიკეტირება რაც დაგეგმილი ჰქონდათ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუცილებლად იქნება.