გარდაცვლილი 17 ადამიანი და ინფიცირებული 388 – კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა | 24.05.2021

ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია კიდევ 17 პირი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საერთო ჯამში 4 639 პირი ემსხვერპლა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 337 961 შეადგენს. ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეთი თბილისში ფიქსირდება, შემდეგ აჭარაში, იმერეთსა და ქვემო ქართლში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  ქვეყანაში ეპიდვითარება უკეთესია, ვიდრე 2-3 კვირის წინ. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს  საქართველოსთვის ბოლო დღეების  მაჩვენებელები მაინც მაღალია. მისივე ინფორმაციით, სპეციალისტები ცდილობენ დადგენას, არის თუ არა ბოლო დღეებში გამოვლენილლი საეჭვო შემთხვევები კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი.