სამოქალაქო აქტივისტების მორიგი სასამართლო პროცესი პროტესტის ფონზე | 21.05.2021

14 აპრილს საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების მიმართ საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას 31 მაისს გამოაცხადებს. მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები სამარტალდამცველებმა “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისათვის 5 დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ. აქტივისტბმა დღეს სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს და მათზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა მოითხოვეს. მათი მხრიდან პროტესტი იყო სასამართლო დარბაზშიც. აქტივისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ პროცესებში აღარ ჩაერთონ რადგან, როგორც ამბობენ, მათ მიმართ სასამართლო უსამართლო გადაწვეტილებებს იღებს.