წულუკიანმა აღიარა, რომ გელათს ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტები უტარდება | 20.05.2021

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომლექსის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მინისტრმა  დღეს აღიარა, რომ გელათს ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტები უტარდება, წულუკიანი გულისხმობს  კრამიტით გადახურვის ტექნიკას, რომელიც გელათზე 2008 წელს გაკეთდა. მინისტრი მიიჩევს, რომ მოძველებული  ტექნოლოგიით მუშაობამ სამონასტრო კომპლექსზე ცუდი გავლენა იქონია და ტაძარში ისტორიული ფრესკები დააზიანა.

გელათის სამონასტრო კომპლექსი უკვე თვეებია საფრთხეშია.  მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა რითაც უნიკალური მხატვრობის მთლიანობა დაირღვა. მონასტრში ამბობენ, რომ მაღალი ტენიანობის გამო, ფრესკების დაზიანებას მუდმივი ხასიათი აქვს, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა.