შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები სამეგრელოში | 20.05.2021

ენგურჰესის კაშხალზე მიმდინარე სამუშაოები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დაათავლიერა. თეა ახვლედიანი სამეგრელოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს, ასევე აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობას ესაუბრა. ახვლედიანმა შეხვედრები გამართა ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებულ გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა  შერიგების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.