„ლელო“ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს – სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში | 20.05.2021

შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის გატარებამდე , იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესს სასამართლოში წევრების დანიშნვნის შეჩერებას ითხოვს პარტია “ლელო”. ანა ნაცვლიშვილი საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა,  მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარებას სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წევრის დანიშნვნა იგეგმებოდა. ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე, სასამრთლო სისტემაში  პოზიციების გამყარებას ცდილობს. ოპოზიცია ამბობს, რომ  მოსამართლეთა ე.წ  „კლანს“ რეფორმის გატარების შემდეგ სერიოზულ დისკომფორტი შეექმნება.