რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქმა, იოანემ მიიღო | 19.05.2021

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია ანტიოქიის პატრიარქმა, იოანემ მიიღო. ინფორმაციას სირიის დედაქალაქში მდებარე რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, ასევე ფოტოებსა  და ვიდეომასალას ანტიოქიის საპატრიარქო,  ოფიციალურ Facebook გვერდზე აქვეყნებს. მომხდარ ფაქტს დღეს, საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა და მომხდარს  ნეგატირი მოვლენა უწოდა. ანდრია ჯაღამაიძე ამბობს, დეტალების გარკვევის შემდეგ, საპატრიარქოს რეაგირება ექნება.