„ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აგრძელებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ ერთვება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. განმარტეს, რომ პოლიტიკურად არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში პარტიამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. თუმცა, პარლამენტში დამოუკიდებლად შევიდა ტარიელ ნაკაიძე, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გამო დღეს “ევროპული საქართველო” დატოვა. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერებმა და წევრებმა პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხის გარდა, წინასაარჩევნოდ “ევროპული საქართველოს” სტრატეგიაზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.